saqarTvelos mRvimeebi - mTiskalTis mRvime

 

მღვიმეთა კომპლექსი სოხუმის მუნიციპალიტეტში, სოფელ მთისკალთის მიდამოებში. ზღვის დონიდან 570 მ. გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. შედგება სამი მღვიმისაფაბ. პირველი მღვიმის ჯამური სიგრძეა 335 მ. მეორის - 75 მ. მესამია - 42 მ. პირველში გადის ნაკადული, ორი დანარჩენი მშრალია. მღვიმეებში უხვადაა სხვადასხვაგვარი ნაღვენთ-ნაწვეთი კალციტური წარმონაქმნები. მათ შორის მღვიმური მარგალიტები. გვხვდება მღვიმური ცხოველები.